|
2016-04-05 17:37:06, 692 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ბუნდესტაგს ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბუნდესტაგში მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შტეფან მაიერმა უაღრესად პოზიტიურად შეაფასა საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი გერმანიიის ფედერალურ მიწებზე და მისი გადაწყვეტილება, გაემართა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც მთავრობის, ასევე, პარლამენტის წარმომადგენლებთან. ა„თქვენი კონსტრუქციული მიდგომა იმ პრობლემებისადმი, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე გერმანიაში ქმნის, უაღრესად დასაფასებელია. მჯერა, რომ ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველო კიდევ უფრო ინტენსიურად და ნაყოფიერად ითანამშრომლებს“, - განაცხადა ბუნდესტაგის პოლიტიკურმა სპიკერმა. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საზღვრის ინტეგრირებული მართვის, არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ასევე, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს. მხარეებმა აღნიშნეს გერმანიის პარლამენტის განსაკუთრებული როლი საკანონმდებლო და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერის პროცესში და ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)