|
2016-03-31 14:00:23, 650 ნახვა
სამართალი
პროკურატურის 6 ნივთიერმტკიცებულების დაუშვებლად ცნობაზე, პაპიძის ადვოკატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდების მხარის რიგი ნივთიერმტკიცებულების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაცვის მხარე დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხიდან შემდეგი ნივთიერმტკიცებულებების ამოღებას ითხოვდა: უროს ექსპერტიზის შედეგი- ბიოლოგიური და გენეტიკური ქსპერტიზის შედეგი, რვეულის დათვალიერების ოქმი, ჩანაწერზე გაკეთებული ხელნაწერის ექსპერტიზის დასკვნა, ქაფიაშვილის ბინის გამეორებით დათვალიერების შედეგები, სახლიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები- ხის ნაჭერი და სხვა ნაჭრები, რომლებიც ექსპერტიზისთვის წაიღეს. ადვოკატები მიუჩნევდნენ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები კანონდარღვევითაა მოპოვებული და მათი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო. პროკურატურის წარმომადგენლების განცხადებით კი, ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით მოიპოვეს და ნუსხაში ჩამოთვლილი მტკიცებულებები დაშვებული უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)