|
2016-03-31 11:33:00, 720 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მაგდა პაპიძის მიმალვის საშიშროება არ არსებობს
ქმარ- შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის ირმა ბრელაძის განცხადებით, სასამართლო ვალდებულია, პაპიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეცვალოს. "არ არსებობს საშიშროება, რომ პაპიძე მიიმალება და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა. მაგდა პაპიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო. შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ინფორმაციისთვის, პაპიძის საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოძიების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებულმა პაპიძემ საკუთარი მეუღლე თავში უროს ჩარტყმით მოკლა, ხოლო შვილი გაგუდა და ამავე დროს კვალის დაფარვა სცადა.
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)