12:43 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 20:26:34, 7204 ნახვა

სხვადასხვა
სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის 10-10%-იანი წილი 5-მა ჟურნალისტმა 100-100 ლარად იყიდა

სამთავრობო „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად იყიდეს.  

 „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილს  ტელეკომპანიის წარმომადგენლებს არაუგვიანეს 3 თვის ვადაში გადასცემდა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისთვის „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ დღეს მიმართა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაც წარუდგინა. 

 „დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“ - „იმედმა“ ირაკლი რუხაძის განცხადება ტელეკომპანიიდან მისი და მისი პარტნიორების გასვლის შესახებ 6 თებერვალს გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics