09:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 17:33:36, 701 ნახვა

სამართალი
12080 კგ ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

22 მარტს,  ქუთაისში, 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა. კერძოდ, არადეკლარირებული ტვირთი შემოსავლების სამსახურის  მონიტორინგის  დეპარტამენტის  ოფიცრებმა  დაფის მარკის ავტომანქანის გადამოწმებისას, აღმოაჩინეს, რომელიც  შპს „ლ-ი“  სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

" ელექტრონული ზედნადების მიხედვით,  ავტომანქანაზე განთავსებული ტვირთის წონა  6 ტონა უნდა ყოფილიყო.  სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ჯართის საერთო წონამ 18080 კგ შეადგინა. შესაბამისად,  დადგინდა, რომ   შპს „ლ-ი“-ს მიერ ხდებოდა 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სპილენძის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 9 ლარს, შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის 12080 კგ ჯართის ღირებულებამ შეადგინა 108720 ლარი.
საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ავტომანქანა ტვირთთან ერთად  გადაყვანილ იქნა მომსახურების სააგენტოს საწყობის ტერიტორიაზე",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics