02:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-28 17:47:31, 7464 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია სპორტსმენებს: გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ქართველ სპორტსმენებს მიმართავს და მოუწოდებს, გულშემატკივრის ხმა მხოლოდ ტრიბუნაზე არ მოუსმინონ. მისი განცხადებით, სპორტსმენებმა უნდა დაინახონ ის რეალობაც, სადაც მათი მხარდამჭერები „ნაცემი, უსამართლოდ დაჩაგრული და ციხეში არიან ჩაკეტილები“, რადგან სწორედ ასეთ ერთობას შეუძლია წარმატება მოუტანოს როგორც სპორტს, ისე ქვეყანას.

ლომჯარია კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მადლობის გადახდას ეხმაურება და სპორტულ საზოგადოებას ახსენებს, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

მისი თქმით, სპორტსმენებმა წარმოიდგინონ, რა მოხდებოდა, სპორტულ ფედერაციებს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელი წესები რომ აემოქმედებინათ - მიკერძოებული მსაჯები, თამაშის დროის შემცირება, უცხოელი მოთამაშეების “უცხო ქვეყნის აგენტებად” გამოცხადება და დიასპორისთვის თამაშებზე დასწრების აკრძალვა.

ლომჯარიას განმარტებით, სწორედ ასე ექცევიან დღეს სახელმწიფოს კრიტიკოსებს.

„ხომ იგრძნობდით იმავე უსამართლობას და ხომ იდგებოდით აქციაზე 365 დღე?. გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის სანაკრებო კარიერის ბოლო იყო, ხოლო მატჩის შემდეგ ობახიძისადმი მისმა მადლობამ დარბაზის ნაწილის სტვენა და უკმაყოფილება გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics