02:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 15:34:37, 644 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან უკონტაქტო პატრულირებაზე კონსულტაციები გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - შალვა ხუციშვილი და არჩილ თალაკვაძე, საქართველოში უკონტაქტო პატრულირების შემოღებასთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „რეფორმებისა და განვითარების ასოციაციის“, სახალხო დამცველის აპარატის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპოლიციო პრაქტიკა გააცნო, სადაც პატრულირების აღნიშნული ფორმა დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებს. მინისტრის მოადგილეებმა, უცხოური პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ განმარტეს ახალი ინიციატივის მიზანი და ის დადებითი შედეგები, რაც საქართველოში უკონტაქტო პატრულირების დანერგვას მოჰყვება.

შეხვედრის ბოლოს მხარეებს შორის აღნიშნულ თემაზე დისკუსია გაიმართა. შს სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორს კანონპროექტში მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას დაჰპირდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics