11:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 13:16:03, 664 ნახვა

სამართალი
ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის  საქალაქო სასამართლომ   ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა.

ადვოკატი  პატიმრობის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა. ბრალდებული ამ დრომდე  დუმილის უფლებას იყენებს.

ლევან მექვაბიშვილს ბრალი  ე.წ მოდულის შენობაში გუშინ წაუყენეს.

შენობიდან გამოსულ ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს,  მარინა ფილაური სასაფლაოზე თავდასხმას "ყოფით ნიადაგზე მომხდარ შემთხვევას" უწოდებს. გარდა ამისა, დაცვის მხარე  მექვაბიშვილის ოჯახზე ზეწოლაზე საუბრობს.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics