2016-02-29 14:20:00, 678 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი 4 მარტისთვის გადაიდო. გიორგი მიქაუტაძეს და კოლეგიების თავმჯდომარეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კენჭს პარასკევს უყრიან.
ცნობისთვის, იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე წარადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან