01:33 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 13:24:07, 463 ნახვა

საზოგადოება
ნინოწმინდის რაიონში მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფების მიერ ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო, გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
უწყების ინფორმაციით, შექმნილი რთული ვითარების გამო, ადგილზე ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფების გარდა მობილიზებულ იქნა ახალქალაქის, ასპინძის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ხუთი ჯგუფი სპეციალური მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.
სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics