2016-02-25 23:55:21, 624 ნახვა
სამართალი
ანა ნაცვლიშვილი: ტყიბულში არიან დაკავებული და ნაცემი მეშახტეები
საია თავმჯდომარე ''ექსპრესნიუსთან'' საუბარში აცხადებს, რომ ტყიბულში სიტუაცია დაიძაბა. მისი თქმით ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და არიან ნაცემებიც.
''როგორც გვაცნობეს, ტყიბულში სიტუაცია დაიძაბა, ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, არიან დაკავებულები და ნაცემები. ''საიას'' ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მალე ტყიბულში იქნება. ხვალ უფრო ბევრნი ჩავალთ - სოლიდარობა მუშებს!'' - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ექსპრენიუსთან საუბარში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან