00:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 10:41:04, 608 ნახვა

სამართალი
შსს-ს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები ეწვივნენ

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს, სამუშაო ვიზიტით, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები ესტუმრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გაიმართა საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, გარემოს დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს შს სამინისტროსა და თბილისის ინტერპოლის თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აერპორტში, საცდელი ოპერაცია „CONDUIT“-ის ფარგლებში, სპეციალური სისტემის დამონტაჟების გეგმა, რომელიც მგზავრთა შორის საერთაშორისო ძებნილი პირების იდენტიფიცირებას და ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენას უზრუნველყოფს. ასევე, თბილისის აეროპორტის მაგალითზე განიხილეს და შეისწავლეს ბიოქიმიური და ბირთვული ტერორიზმის საფრთხეებზე მუშაობის სპეციფიკა.

მხარეებმა სამომავლოდ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მხარდაჭერით ტრენინგების ჩატარების და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შესაბამისი აღჭურვილობის განთავსება-უზრუნველყოფის შესახებ იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics