2024-07-02 18:00:37, 691 ნახვა
რეგიონი
კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის, ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით, ქალაქ კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აქციის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა კარდიოლოგიური, ანგიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პროფილის კონსულტაციებსა და გამოკვლევებს, „თბილისის გულის ცენტრის“ სამედიცინო პერსონალი 90 პაციენტს მოემსახურა.
"კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის "თბილისის გულის ცენტრს“ თანამშრომლობისა და მორიგი აქციისთვის",- აცხადებენ მერიაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),