15:00 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 17:34:18, 400 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია „სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მეშვიდე მუნიციპალური კონფერენცია "სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა პლენარული და სექციური მოხსენებების სხვადასხვა მიმართულებას, რომლის მიზანი იყო პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება.
 
"შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი სულიკო თებიძე, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, ტრენერი მასწავლებლები, ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასასრულს, ღონისძიებაში მონაწილე პედაგოგებს, დირექტორებს, მოდერატორებს და მოწვეულ სტუმრებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

 ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ჯემალ სურმანიძემ მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორს სერგო დუმბაძეს, საგანმანათლებლო სფეროში გაწეული 45-წლიანი ღვაწლისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics