00:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-17 13:30:11, 1771 ნახვა

სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ამერიკას სისხლის აბაზანით დაემუქრა, თუ ის ვერ გაიმარჯვებს

45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „სისხლის აბაზანა“ ექნება, თუ ის ნოემბრის არჩევნებში დამარცხდება, იუწყება CNBC.

„თუ არ ამირჩევენ, სისხლის აბანო იქნება. და ეს ყველაზე მცირეა რაც მოხდება. ეს იქნება სისხლის აბაზანა ქვეყნისთვის“, - თქვა მან თავის მხარდამჭერებთან საუბრისას დეიტონში, ოჰაიოს შტატი.

„თქვენ თუ ისმენთ, პრეზიდენტო სი, მე და თქვენ ხომ მეგობრები ვართ. თქვენ გესმით, როგორ ვმართავ საქმეებს. თქვენ მექსიკაში ახლა მონსტრ ავტომწარმოებელ ქარხნებს აშენებთ, არ აპირებთ ამერიკელების დაქირავებას და გინდათ, მანქანები ჩვენ მოგვყიდოთ. არა, ჩვენ დავაწესებთ 100-პროცენტიან ტარიფს თითოეულ მანქანაზე და თქვენ ვერ გაყიდით ამ მანქანებს, თუ მე ამირჩევენ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს.

მილიარდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის არჩევნები.

აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებს, არ არის დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ოდესმე კიდევ არჩევნები ჩატარდეს.

მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმა „ენბისი ნიუსს“ განუმარტა, რომ ბაიდენის პოლიტიკა „ეკონომიკურ სისხლის ნიაღვარს“ შექმნის ავტოინდუსტრიისთვის.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. მათში მონაწილეობას აპირებენ ტრამპიც და აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. პირველი დარჩა მისი პარტიიდან წარდგენის ერთადერთ კანდიდატად, მეორე ლიდერია დემოკრატებს შორის.

მარტის დასაწყისში The New York Times-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 43%-მა გამოთქვა სურვილი, ხმა მისცეს ბაიდენს, ხოლო 48%-მა ტრამპს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics