15:37 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 23:51:58, 805 ნახვა

მსოფლიო
მინსკში გაფართოვებული ფორმატის შეხვედრა დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს

ევროპული მედიის ინფორმაციით, გაფართოვებული ფორმატის შეხვედრა, რომელსაც რუსეთის გერმანიის საფრანგეთის და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეუერთდნენ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

ჟურნალისტები რომელიც მინსკში ამ წუთებში მუშაობენ აცხადებენ, რომ ფოტოს გადასაღებად გამოსულ ოლანდს და მერკელს აშკარად დაღლილი სახეები ჰქონდათ. გერმანული "ბილდის" ცნობით ანგელა მერკელი აშკარად გაბრაზებული იყო. უკმაყოფილება სახეზევე ეტყობოდა ასევე უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

ასობით ჟურნალისტისთვის რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა განცხადება, რომ ლიდერებმა შესაძლოა კომენტარები არ გააკეთონ და ისე დატოვონ მინსკი.

შეგახსენებთ, მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრას, რომელიც უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ . 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics