17:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 17:20:22, 1231 ნახვა

რეგიონი
მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი და საპიკნიკე ზონა შეემატა

მთიან აჭარას კიდევ ერთი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარე საპიკნინე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი.

"საპიკნიკე ზონა მერისი-ღომას მთის ახალ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული. ახალ სივრცეში მოგზაურებს დასვენება, ულამაზესი პანორამული ხედების ნახვა და პიკნიკის მოწყობა შეუძლიათ. ზაფხულობით ღომას იაილებზე  ადგილობრივთა საოჯახო სასტუმრო სახლებში  განთავსება და კვებაცაა შესაძლებელი.

ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ 10-მდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო. ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი პირველი გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევისა და ქედიის მერიის მენეჯმენტთან ერთად მათ ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს.

ახალი ტურისტული მარშრუტის გავლისას, რომელიც  ქედასა და შუახევს ერთმანეთან აკავშირებს, ტურის მონაწილეებმა ღომას მთიდან სოფელ ნამონასტრევის ულამაზესი ტყის გავლით, მერისში გადაინაცვლეს, სოფელ ოქროპილაურსა და ღომას მთაზე კი ახალი კოტეჯები და ღვინის მარანი მოინახულეს. მთიან აჭარაში ამ ეტაპზე, 25-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომელთა ნახვაც მსურველებს https://visitajara.com -ზე შეუძლიათ",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics