|
2023-10-19 19:47:50, 976 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ომარ ტაკიძესთან ერთად, შუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს ორგანიზებით, ჩატარდა გრიპის ვაქცინაცია და ინტეგრირებული სკრინინგი - C ჰეპატიტის, აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისათვის. “მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ამბულატორიის სამედიცინო პერსონალს. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შუბნის სამედიცინო ამბულატორიაში იყო ექიმის დეფიციტი, უკვე ორი თვეა სოფლის ექიმის პოზიციაზე დაინიშნა კვალიფიციური ექიმი, მოსახლეობას პირველადი სამედიცინო მომსახურება სრულად მიეწოდება. შეხვედრის ფარგლებში მოვისმინეთ ადგილობრივების საჭიროებები, მივაწოდეთ ინფორმაცია ჯანდაცვის სერვისებზე, ვისაუბრეთ 2024 წელს დაგეგმილ სიახლეებზე, მომავალ წელს დაიწყება აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მოიალაღეების ავადობის კვლევა”, - განაცხადა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით იმართება და მისი მიზანია ადგილობრივების საჭიროებების, პრობლემური საკითხების ადგილზე შესწავლა და მყისიერი რეაგირება.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)