03:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-15 14:20:35, 798 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მე-5 ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სრულად რეაბილიტირებული მე-5 საჯარო სკოლიდან მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

რიჟვაძის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმუმი გააკეთოს, რომ აღზარდოს განათლებული მომავალი თაობა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მიხარია, რომ ახალ გარემონტებულ და რეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებთ ცოდნის მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბარი პირობები ცოდნის მისაღებად და ყველაფერი გაკეთდება, რომ სამინისტროს პროგრამები იყოს ორიენტირებული წახალისებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული ცოდნით იამაყებს როგორც თქვენი რაიონი, თქვენი მშობლები და ჩვენი ქვეყან",- განაცხადა რიჟვაძემ.

ქობულეთის N5 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ფასადის, შიდა სივრცის რეაბილიტაცია. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics