2023-08-21 15:43:33, 873 ნახვა
რეგიონი
კასპში გარეგანათების ქსელის მოწყობისა და გაგფართოების სამუშაოები 22 სოფელში დაიგეგმა
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით გარეგანათების ქსელის მოწყობის და არსებულის გაგფართოების სამუშაოები 22 სოფელში დაიგეგმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია, ზოგ სოფელში კი მიმდინარეობს.
„გარეგანათების ქსელის მოწყობა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ჩატარებული სამუშაოები ღამის საათებში მოქალაქეების გზაზე გადაადგილების შესაძლებლობას გააუმჯობესებს“,- აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),