2023-07-20 15:07:31, 1237 ნახვა
რეგიონი
მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისთვის ექსკურსია-ლაშქრობა მოეწყო
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალგაზრდებისთვის ექსკურსია-ლაშქრობა მოეწყო.
მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლისთვის რაფტინგი და კარტინგი მოეწყო.
"ღონისძიების მიზანია, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ბუნების საინტერესო ადგილების მონახულება.
ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),