03:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 19:47:39, 1720 ნახვა

სხვადასხვა
ჩრდილოეთ ოსეთში ყაზბეგის მთაზე დაკარგული ალპინისტი, კავშირზე ქართველ მესაზღვრეებთან გავიდა

სამარას რეგიონიდან მთამსვლელი, რომელსაც რუსი მაშველები ყაზბეგის მთაზე 2 ივლისიდან ეძებენ, საქართველოს მესაზღვრეებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. - ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.

„2 ივლისს ყაზბეგის მთაზე დაკარგული მთამსვლელი დაუკავშირება მოხერხდა. ალპინისტის მეუღლემ დაადასტურა, რომ ის ახლა საქართველოში ფერდობზე იმყოფება. მამაკაცმა ასევე მოახერხა ქართველ მესაზღვრეებთან დაკავშირება, რომლებსაც მან უთხრა, რომ მდინარესთან ახლოს იმყოფებოდა. ახლა ადგენენ მის ზუსტ ადგილს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზბეგის რუსულ მხარეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დიდთოვლობის პირობებში მაშველებმა დაბლობზე დაშვება დაიწყეს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რუსული დეპარტამენტის შეტყობინებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. სიახლეები განახლდება დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე.

ყაზბეგზე ასვლისას მთამსვლელის გაუჩინარების შესახებ 2 ივლისის საღამოს გახდა ცნობილი. იგი სამკაციან ჯგუფში ყოფნისას დანარჩენებს ჩამორჩა და 3500 მეტრის სიმაღლეზე საკონტროლო პუნქტს ვერ მიაღწია. მთასვლელის მოსაძებნად "მი8" ვერტფრენიც იყო ჩართული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics