19:08 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 16:31:16, 1225 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკული პროგრამის - S.T.A.B.L.E. წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკული პროგრამის - S.T.A.B.L.E. წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ახალშობილთა ინტენსიური მოვლის სამსახურის ხელმძღვანელი, ჯონ პარდოლოსი და პედიატრი, ნეონატოლოგი, სთეიბლის ტრენერი დავით კვირკველიძე ესწრებოდნენ. 

"შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო გეგმების გაცნობა. პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა. აჭარაში განიხილება რეგიონული პერინატალური მედიცინის ტრენინგ ცენტრის გახსნა, რომლის საშუალებით მოხდება პერინატოლოგების, პედიატრების და ამ მიმართულებით დასაქმებული სხვა სამედიცინო პერსონალის გადადამზადება.

პროგრამა S.T.A.B.L.E. ორიენტირებულია სამშობიარო ბლოკში ახალშობილის რეანიმაციისა და ბლოკის შემდგომი პერიოდის სტაბილიზაციის ძირითადი პრინციპების სწავლებაზე.

პროგრამა 1996 წელს დაინერგა აშშ-სა და კანადაში, მოგვინებით გაიზარდა მისი მასშტაბები, ამჟამად მოიცავს ინსტრუქტორთა ტრენინგ-კურსებს 45-ზე მეტ ქვეყანაში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და აჭარაში საპილოტედ პროექტის განხორციელებაზე მზაობა გამოთქვეს", - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics