00:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 17:50:21, 1075 ნახვა

რეგიონი
დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ 20 მოქალაქე გადამზადდა

აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, პროფესიული გადამზადების კურსი ოცმა მოქალაქემ გაიარა. პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება ქობულეთში, პროფესიულ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით , სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ კახიძესთან ერთად დაესწრო და პროგრამით მოსარგებლეებს კურსის დამთავრება მიულოცა.

„პროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ მოსარგებლეებმა, გადამზადების მოკლევადიანი კურსი გაიარეს შემდეგ პროფესიებში: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, შედუღება, ელექტროობა, ამწე და მსგავსი მანქანის ოპერირება, ასევე მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი.

პროგრამა ითვალისწინებს, სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის, კვალიფიკაციის სრულყოფას და შრომის ბაზარზე მისი მდგრადობის გაუმჯობესებას, სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებითა და სერტიფიცირების გზით.

გასულ წელს, აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამებით, სპეციალური გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა გაიარა. მიმდინარე წელს უწყება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 8 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, ჯამში 350-მდე მოქალაქე გადამზადდება“,- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics