10:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 15:26:45, 1317 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგ-სემინარები გრძელდება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამები მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორ-რესეფშენისტების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით განაახლა. ტრენინგების სერია მიმტანების თეორიულ-პრაქტიკული სწავლებით გაიხსნა, რომელზეც სერვისის სტანდარტები, რესტორნის სტრუქტურა, მომსახურების თანმიმდევრობა, კომუნიკაციის ფსიქოლოგია, კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ტურიზმის დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამაში რეგიონში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებია ჩართული. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარებს სექტორს ყოველწლიურად სთავაზობს. მხოლოდ მიმდინარე წელს, რეგიონში ტურიზმის სფეროში დასაქმებული   800-მდე პირის გადამზადება მოხდა. ტრენინგები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მას საჯარო ლექციები დაასრულებს, რომელშიც ცნობილი სპიკერები იქნებიან ჩართულები. ტრენინგ-სემინარებზე დასწრება უფასოა და მასში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია serviceajara.ge-ზე უნდა გაიარონ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
აშშ-მ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები აღადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics