|
2022-08-03 16:17:56, 1959 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ,,შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე გეპატიჟებათ
აგვისტოს პირველ შაბათ - კვირას შუახევში სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ აღინიშნება. ზეიმი ჩვეულებრივ, მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები 3 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა მთაში. დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 7 აგვისტოს მთა ჩირუხში, სადაც მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, მონაწილეობენ მოწვეული ჯგუფი ,,ბანი“ და ,,ჩვენებურები“ ქ. ინეგოლიდან. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ აჭარული ტრადიციული სამზარეულო, რძის ნაწარმი, გაეცნონ მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს. სახალხო დღესასწაულის ძირითადი გზავნილა ტრადიციების შენარჩუნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)