18:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 11:34:33, 1212 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ქართველ ხალხს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ გამარჯვებას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სადღესასწაულო ღონისძიებები,  მრავალფეროვანი აქტივობები, გამოფენები და კონცერტები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ანბანის კოშკთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.

„პირველ რიგში მსურს ჩვენს ქვეყანას, ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ბევრი გამარჯვება ვუსურვო ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში. აჭარა განსაკუთრებით აღნიშნავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. დაგეგმილია ღონისძიებები როგორც ბათუმში მთელი დღის განმავლობაში, ასევე კვირეული მუნიციპალიტეტებში და დარწმუნებული ვარ, როგორც ბათუმელები, ასევე აჭარის თითოეული მაცხოვრებელი, სტუმრები, შესაბამისად აღნიშნავენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics