20:07 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 11:31:25, 507 ნახვა

საზოგადოება
მიწისქვეშა გადასასვლელებში და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე პლაკატების გაკვრა ჯარიმას გამოიწვევს

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებში და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე საინფორმაციო მასალების განთავსება დაჯარიმებას გამოიწვევს.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვადასხვა სახის პლაკატებისა და საინფორმაციო მასალის განთავსება, პირველ ჯერზე 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, განმეორების შეთხვევაში კი, ჯარიმა 500 ლარი იქნება.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ასეთი სახის მასალის განთავსებაზე ჯარიმა უფრო მეტია. პირველ ჯერზე ჯარიმა 1000 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 2000 ლარამდე გაიზრდება.

აქვე,  დედაქალაქის მერმა არქიტექტურის სამსახურს დავალება მისცა, სტენდების პირველადი მონახაზი  გააკეთონ, რომლებიც დედაქალაქში დაიდგმება, სადაც საინფორმაციო მასალა განთავსდება.  

 „ბოლო 2 კვირაა მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, მათი დასუფთავება, მორეცხვა და დეზინფექცია გრძელდება.  მხოლოდ მუნიციპალიტეტის აქტიურობით ჩვენ ამ საერთო პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. მოქალაქეებს ვთხოვ,  სისუფთავე დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში  იძულებულნი ვიქნებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად მოვახდინოთ მათი დაჯარიმება“,– აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics