2015-10-03 22:14:40, 621 ნახვა
კომენტარი
შოთა არველაძემ ლევან კობიაშვილს გამძლეობა უსურვა
ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და გამძლეობა უსურვა.
„არ მინდა კაცს ვულოცავდე და მერე ამაზე კომენტარებს ვაკეთებდე. ისედაც არჩევნების მიმდინარეობისას უამრავი კომენტარი გაკეთდა“,-აღნიშნა შოთა არველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან