09:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 09:37:10, 626 ნახვა

სამართალი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ადა ს. მის ნაცნობ პიროვნებას დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხას სანაცვლოდ მოქალაქე ს.ნ-ს მოუგვარებდა ყველა საჭირო საკითხს  და დაჩქარებული წესით ჩასვამდა არკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ადა ს-მ აღნიშნული პროცედურების მოგვარების სანაცვლოდ მის ნაცნობ ქალბატონს მოსთხოვა და გამოართვა 500  ლარი.

 გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics