14:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 22:51:41, 637 ნახვა

სამართალი
უგულავას საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ სასამართლოში დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ დღეს დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი და ბრალდების მხარე შეიზღუდა. პროკურორებმა მოსამართლეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად, დამატებითი დრო მოსთხოვეს. თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის გასაცნობად, საკმარისი დრო ჰქონდათ მიცემული. 

პროკურორებმა საქალაქო სასამართლოსგან, კანონით დადგენილი მათივე უფლებების რეალიზაცია მოითხოვეს. 

"შეუძლებელია ორ საათში სრულად გაცნობა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელთან დაკავშირებითაც მოსამართლე 4 თვე მუშაობდა. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, პროცესის მიმიდინარეობისას მოგვაწიეს. ჩვენს გვერდზე კი მაშინ აიტვირთა როცა ჩვენ პროცესზე ვიმყოფებოდით. შეუძლებლად მიგვაჩნია ამ დროში გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობა და პოზიციის დაფიქსირება. მიგვაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია, თანასწორობისა და შეჯიობრობითობის პრინციპი და ყველაფერში შეზღუდა ბრალდების მხარე" - განაცხადა საქმის პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლო კოლეგია სათათბიროდ გავიდა. 

პროცესის განახლებამდე, პროკურორებს საკონსტიტუციო სასამართლოს, გადაწყვეტილების გასაცნობად ორ საათიანი გონივრული ვადა ჰქონდათ მიცემული, თუმცა როგორც სასამართლოს სხდომის განახლების შემდეგ პროკურორებმა აღნიშნეს, ორი საათი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაცნობად დრო არასაკმარისი აღმოჩნდა. პროკურორებმა გადაწყვეტილების სრულად გაცნობა ვერ შეძლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics