21:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 11:00:04, 555 ნახვა

სამართალი
შსს-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე მომხდარი ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გოჩა ნ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული გურამ ა. და 1986 წელს დაბადებული ჯემალ ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გოჩა ნ-მ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე, ორ თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ მოჭრა 500 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი და წასაღებად გაამზადა. სამართალდამცველებმა გოჩა ნ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, თანამზრახველებმა კი მიმალვა მოახერხეს.

„პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე თანამზრახველი წალკა-თეთრიწყაროს ავტომაგისტრალზე, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა. გურამ ა-მ და ჯემალ ა-მ აღიარეს, რომ რამდენიმე დღის წინ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალზე 200 მეტრი სიგრძის სპილენძის საკონტაქტო სადენი მოიპარეს და წალკაში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მიტოვებულ შენობაში გადამალეს. სამართალდამცველებმა ყველა მოპარული სადენი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics