21:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-12 10:01:41, 666 ნახვა

სამართალი
შსს-მ იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული დავით ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გადაზიდვა ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სკუტერი, რომელსაც დავით ზ. მართავდა. მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ზურგჩანთიდან პოლიეთილენის სამ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნედლი მარიხუანაა. სკუტერის საბარგულის ჩხრეკისას კი ამოიღეს გერმანული წარმოების, „ვალტერის“ სისტემის „P 22“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 18 საბრძოლო ვაზნა, „ეკოლ სპეციალ 99“-ის მოდელის აირის პისტოლეტი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და პოლიეთილენის ორ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სულ ამოღებულია 4 კილო და 425,95 გრამი ნედლი მარიხუანა.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წლის დასაწყისში წყნეთში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს არის წაღებული და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics