02:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 10:53:02, 14303 ნახვა

კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს კურორტები“ გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს კურორტები" გრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1920-2000-იან წლებში გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კურორტი, როგორც დღემდე მოქმედი და პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი; როგორც ზღვისპირა, ისე მთის, ბალნეოლოგიური და სხვა. ფოტოები ასახავს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას, კავკასიონის მთებსა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელ პანორამებს.

დამთვალიერებელი იხილავს გაგრის, ბიჭვინთის, ლიძავას, გუდაუთის, ახალი ათონის, ტყვარჩელის, მენჯის,  ქობულეთის, ციხისძირის, მახინჯაურის, წყალტუბოს, აბასთუმნის, ბორჯომის, ცემის, ჯავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ფასანაურის, მესტიის, ბეშუმის, ყაზბეგის, ლებარდეს, კვერეთის, სულორისა და სხვა დასახლებების სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებს.

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოფენო პავილიონში მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/pavilioni 

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის თანამედროვე საგამოფენო პავილიონი 2016 წელს გაიხსნა. ამ პერიოდში საგამოფენო სივრცეში 60-მდე ექსპოზიცია გაიმართა და მას 10 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics