|
2015-09-02 13:46:20, 588 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული გიორგი ფ. თბილისში, ხოლო 1973 წელს დაბადებული გიორგი გ. გორის რაიონის სოფელ არბოში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფ-მ თბილისში, იარაღის ერთ-ერთ მაღაზიაში, „გლოკის“ სისტემის ორი პისტოლეტი შეიძინა, რომლებიც შენახვის უფლებით გაიფორმა. აღნიშნული პისტოლეტები მან წინასწარი შეთანხმებით, გიორგი გ-ს 1500 ლარად, უკანონოდ მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, გიორგი გ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას, 3 საბრძოლო ვაზნა, ხოლო სოფელ არბოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან, მის მიერ გადამალული, უკანონოდ შეძენილი, „გლოკის“ სისტემის 2 არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით).
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)