|
2015-08-11 10:24:13, 12725 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ესპანეთის მოქალაქე დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზაირა ბ. თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ესპანეთის ინტერპოლის მიერ 21.07.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ზაირა ბ. დამნაშავედ არის ცნობილი ესპანეთის სსკ-ის 248-ე, 250-ე, 570-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ფულის გათეთრებას, თაღლითობას და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას ითვალისწინებს. შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული რუსთავის პენიტენციური დეპარტამენტის N5 დაწესებულებაში შეასახლეს. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)