13:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 14:24:27, 6221 ნახვა

ომი უკრაინაში
ირაკლი სესიაშვილი - მოტივირებულნი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ

ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ - ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ისაუბრა.

მან ასევე განაცხადა, რომ მარნეულის ტერიტორიაზე მყოფი მოწყვლადი მოსახლეობის  პროდუქტით მომარაგება გრძელდება.

„ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები ზედმიწევნით ასრულებენ შესაბამის წესებს, ინსტრუქციებს, პროტოკოლს და ასევე, მაქსიმალურად დაცულია მათი ჯანმრთელობა, სპეციალისტების რჩევების მიხედვით.

მეც გავიარე ყველა პროცედურა, სანამ გავეცნობოდი მათ საყაზარმო პირობებს. მინდა, მადლობა გადავუხადო და გავამხნევო ისინი იმიტომ, რომ ეს არის მთელი მსოფლიოს გამოწვევა და ძალიან რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ იმედიანად ვართ. ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ.

ვინაიდან არ მაქვს შესვლის უფლება, მინდა აქედან გავამხნევო ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები გოგი მეშველიანი და თამაზ ნავერიანი, რომლებიც მართლაც დღე და ღამე მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად.

ათასობით მოსახლეობის შემოწმება ხდება, ასევე ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები, ხდება მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა პროდუქტით და სხვა საჭიროებებით. ამიტომ მინდა ისინი გავამხნეო და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და ამ ვირუსზე გამარჯვება,“ - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics