15:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 15:26:37, 993 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება

„სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაში, იური ვაზაგაშვილი სიკვდილითაც შეასრულებს თავის როლს“, – ამის შესახებ ტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა.

მისივე შეფასებით, იური ვაზაგაშვილი ცხრა წლის განმავლობაში უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო. 

 „ძალიან ერთგული თანამებრძოლი, მტკიცე ადამიანი დავკარგეთ,  რომელიც მართლაც 9 წლის განმავლობაში  უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლო იყო.  მაგრამ,  იური ვაზაგაშვილი როგორც თავის სიცოცხლეში იყო ფლაგმანი ამ უსამართლობასთან ბრძოლის, თავისი სიკვდილითაც მემგონი შეასრულებს იმ როლს,  რომ  სამართლიანობის აღდგენის პორცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა სუბარმა და აქვე აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში  არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. 

შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული  ინფორმაციით, ის ააფეთქეს.

იური ვაზაგაშვილი, სოფელ ყარაფილაში დღეს,  შვილის გვერდით დაკრძალეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics