13:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 14:43:46, 1024 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს ეკლესიას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო  ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც, ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის  ქართველი სასულიერო პირი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,  საქართველოს ეკლესიას.  სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს დახმარება  გასწიოს გარდაცვლილი სასულიერო პირის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაში.

აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყნის მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამაშველო ოპერაციაში, რის  შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი მგზავრების ნაწილის გადარჩენა, მათ შორის შვიდი საქართველოს მოქალაქეა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics