20:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 15:30:59, 457 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებმა სომხეთის საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს

გიუმრიში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თბილისში, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, მოქალაქეებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა გიორგი ჩინჩალაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის გამოხატვა სომხეთის რესპუბლიკის მიმართ.

„ეს არის სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი სომეხი მოძმე ერის მიმართ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩინჩალაძემ.

შეგახსენებთ, რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში, ქალაქ  გიუმრიში ოჯახის ექვსი წევრი და მათ შორის 2 წლის გოგონა  ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ ექვსი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსულ ბაზაზე მომსახურე, რიგითი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი მოგვიანებით  რუსმა მესაზღვრეებმა თურქეთის საზღვარზე დააკავეს.  

ჯარისკაცის სომხეთისთვის გადაცემის მოთხოვნით, გიუმრიში აქციები იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics