17:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 13:40:51, 377 ნახვა

სამართალი
17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს 33 500 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 17 მაისის საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლსების მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის  მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე, დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. 13 პირს და 1 არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფომ 1500-დან 4000-მდე ევრო უნდა აუნაზღაუროს.

კერძოდ, 13 პირს ჯამში 32 000, "იდენტობას" კი, 1 500 ევრო უნდა აუნაზღაურონ. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს. განაჩენის გამოტანის დღიდან ანაზღაურება დაზარალებულებისთვის 3 თვის ვადაში უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics