2015-04-07 17:20:08, 593 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, ხვალიდან, 1 დოლარის ღირებულება 2.2490 ლარი იქნება. დღემდე მოქმედი კურსით კი, 1 დოლარის ღირებულება 2.2505 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაშიც გამყარდა.
ხვალიდან 1 ევროს ღირებულება 2.4422 ლარი იქნება. დღეს მოქმედი კურსი კი, 2.4722 ლარს შეადგენს. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0300 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან