13:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 10:21:32, 650 ნახვა

სხვადასხვა
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, ამავე დეპარტამენტის  საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაეწრო.

სტუმრებმა  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. ისინი  მიმდინარე და დაგეგმილ საბრძოლო და სპეციალური მომზადების სასწავლო კურსებსაც გაეცნენ, რომლებიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების პირადი შემადგენლობისთვის ტარდება.

ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics