19:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 13:00:34, 1866 ნახვა

მსოფლიო Lifestyle
ნადეჟდა სავჩენკო დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის საერთაშორისო, ტექნიკურ და სამხედრო დახმარების გაძლიერებას სთხოვს, - ამის შესახებ სავჩენკო სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ნადეჟდა სავჩენკომ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს.

ნადეჟდა სავჩენკო აღნიშნავს, რომ უკრაინა დღეს რუსეთის აგრესიისგან ზარალდება და უკვე დაკარგა ტერიტორიების ნაწილი და ათობით ათასი სამხედრო, მოხალისე და მშვიდობიანი მცხოვრები აგრესორთან ბრძოლაში. უმაღლესი რადას დეპუტატმა დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

“ამ ქვეყანას ესმის მხოლოდ ძალისა და გადაწყვეტილების ენა, რაც თქვენ არ გაკლიათ”, - წერს სავჩენკო.

უკრაინელი დეპუტატი თავისი მიმართვის მიზნად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო ყურადღების მიქცევას ასახელებს. ამასთან, სავჩენკო აღნიშნავს, რომ აშშ ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელ ხალხს დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული საზღვრების ურყევობის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნების ოჯახში გაერთიანების მისწარფებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics