2016-09-23 16:09:52, 1192 ნახვა
კომენტარი
გია შარვაშიძე: ვაპირებ თსუ-ის იმიჯის ამაღლებას
თსუ-ს ახალმა რექტორმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შარვაშიძემ აკადემიურ საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა აკადემიურ საბჭოს იმ ნდობისთვის, რაც გამომიცხადა. ვაპირებ, რომ დავიწყო საქმიანობა იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც წარვადგინე საბჭოზე. უპირველესი ქმედებები იქნება მეცნიერების განვითარება, სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება, საერთოდ თსუ-ს იმიჯის ამაღლება“, - განაცხადა გია შარვაშიძემ.
შეგახსენებთ, თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გია შარვაშიძე აირჩია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან