|
2015-03-10 16:26:30, 512 ნახვა
საზოგადოება
„ამირანმა“ ქართველ სამხედროებს უმასპინძლა
კინოთეატრ „ამირანში“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეარაღებული ძალების IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების სამხედროებმა კლინტ ისტვუდის „ამერიკელი სნაიპერი“ ნახეს. სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის თემატურად შერჩეულმა ფილმმა მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფილმში მოთხრობილია, თუ როგორ გახდა ტეხასელი, როდეოს ჩემპიონი ქრის კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერი. მან ცხელ წერტილებში 150 დადასტურებული ლიკვიდაცია მოახდინა. კინოჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოთეატრ „ამირანს“ შორის თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მსგავსი ღონისძიებები შეიარაღებულ ძალებში ქართველი სამხედროებისთვის მუდმივად იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)