00:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 16:31:39, 622 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი სიტუაციურ საველე სწავლებას დაესწრო

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობას დაქვემდებარებული სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება მიმდინარეობს. სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

გენერალ-მაიორმა სწავლების ხელმძღვანელისგან კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გენერალური შტაბის უფროსი სწავლების მიმდინარეობასაც უშუალოდ გაეცნო და წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

სიტუაციური საველე სწავლება 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 200-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. საველე სწავლების განმავლობაში სამხედროები მომზადებას გაივლიან მარშუტის რეკოგნოსირებაში, სათვალთვალო საგუშაგოების მოწყობასა და თვალთვალის წარმოებაში, ასევე, ზონის და რაიონის რეკოგნოსირებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics