2016-07-14 15:23:33, 796 ნახვა
სხვადასხვა
ცნობილი ექსტრემალი პარაშუტისტი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს
ცნობილი ექსტრემალი პარაშუტისტი ლუკ აიკინსი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს, - ამის შესახებ CBS იუწყება.
მედიის ინფორმაციით, აიკინსი 7 ათას 600 მეტრის სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტომას გეგმავს.
როგორც სპორტსმენი აცხადებს, თავისუფალ ვარდნას სავარაუდოდ 2 წუთს მოანდომებს.
სახიფათო ექსპერიმენტი 30 ივლისსაა დაგეგმილი. სპორტსმენის გადმოხტომას ტელეკომპანია FOX-ი პირდაპირ ეთერში გაუშვებს.
ლუკ აიკინსი პროექტზე მეცნიერებისა და ფსიქოლოგების დახმარებით მუშაობს.
ცნობისთვის, ამერიკელი ექსტრემალი 26 წელია ამ სპორტს მისდევს და კარიერის განმავლობაში 18 ათასამდე ნახტომი აქვს შესრულებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან