|
2016-07-05 17:06:08, 595 ნახვა
სამხედრო
გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვიცე-პოლკოვნიკ გიგა ავალიანის მეუღლესა და ქალიშვილს უმასპინძლა. თინათინ ხიდაშელი პატარას გაესაუბრა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და აცნობა, რომ მამას, მაიორ გიგა ავალიანს ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. 33 წლის ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1999 წლიდან მსახურობს. სამხედრო კარიერის განმავლობაში მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული: გენერალ მაზნიაშვილის, გენერალ კვინიტაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უწყებრივი მედლები და მედალი „ლომგული“. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი კი ISAF-ის მისიაში გამოჩენილი გმირული თავდადებისთვის გადაეცა. გიგა ავალიანი 9 წლის იყო, როდესაც აფხაზეთი დატოვა, როგორც თავად ამბობს, სწორედ, ამ ფაქტმა განაპირობა მისი არჩევანი - ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამჟამად, ვიცე-პოლკოვნიკი გიგა ავალიანი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში 52-ე ბატალიონის მეთაურის რანგში მსახურობს. მას მეუღლე და 4 მცირეწლოვანი შვილი ყავს. სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებთან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)