22:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 17:08:03, 669 ნახვა

სამხედრო
სნაიპერული შაშხანიდან სროლაში შეჯიბრება გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სასროლეთზე სნაიპერული შაშხანიდან სროლაში შეჯიბრება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ ღონისძიებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების დაქვემდებარებული ბრიგადებიდან, სპეციალური ოპერაციული ძალების რეინჯერთა ბატალიონიდან, ასევე ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადებიდან სპეციალურად შერჩეული სნაიპერთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, შეჯიბრება ოთხ ეტაპად ჩატარდა. პირველ და მეორე ეტაპებზე სამხედრო მოსამსახურეებმა 100-იდან 600 მეტრამდე დისტანციაზე სხვადასხვა საცეცხლე პოზიციებიდან ისროლეს, მესამე ეტაპი 200-დან 500 მეტრამდე ღამის სროლებს მოიცავდა, ხოლო, მეოთხე ეტაპზე სნაიპერებმა 700-იდან 900 მეტრის მანძილზე ისროლეს.

 შეჯიბრებაში გამარჯვებულები ქულათა საერთო ჯამის დათვლით გამოვლინდნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სპეციალურად შერჩეულმა სამხედრო მოსამსახურეებმა როგორც გუნდურ ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გაიმარჯვეს. დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულებს თასი და მედლები გადაეცათ.

სპორტული ღონისძიების ორგანიზებას და დაკვირვებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველო აწარმოებდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics